Friday, October 24, 2014

რეფლექსიის მეცხრე დღე

დასრულდა ჩვენი ტრენინგი,ვისწავლე უამრავი საინტერესო რამ ,რასაც აუცილებლად გამოვიყენებ მომავალში.უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს .სიტყვებიც კი არ მყოფნის მადლობის გადასახდელად , ტრენერი ისეთი უნდა იყოს როგორიც ბატონი დათოა

პროექტის პორტფოლიო

პროექტის სანახავად გადადი ბმულზე

https://drive.google.com/folderview?id=0B0NplvVKwuVpZmRzeVhwbEZlY0k&usp=sharing

რეფლექსიის მერვე დღე

 დღეს თითქმის დავასრულე პორტფოლიოზე მუშაობა,  ვფიქრობ მხოლოდ მცირე შესწორებებსღა  შევიტან  მასში   და შემდეგ პრეზენტაციისთვისაც მოვემზადები.


რეფლექსიის მეშვიდე დღე

 დღეისათვის მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშები უნდა შეგვექმნა.ერთმანეთის ნამუშევრებს გავეცანით, ძალიან მომეწონა კოლეგების ნამუშევრები,

რეფლექსის მეექვსე დღე


დღეს გუგლის ფორმებს გავეცანით, ვისწავლეთ  ტესტის სხვადასხვა სახეების ადეკვატურად შერჩევა და შედგენა, შემდეგ კი მათი გაზიარება.მაგალითისთვის რამდენიმე ტესტი შევადგინეთ იქვე და ერთმანეთს ელ–ფოსტებზე გავუგზავნეთ. ვფიქრობ კარგად შეიძლება ამ გამოცდილების გამოყენება მოსწავლეებთან.
        ჩვენი შექმნილი პრეზენტაციები ავტვირთეთ ბლოგზე და გავაზიარეთ. კომენტარებს კი თანდათან გავაკეთებთ. კარგია რომ რეფლექსიის ბლოგი გვაქვს და უკუკავშირის შესაძლებლობები გვაქვს.   გონივრულად გამოყენებული ტექნოლოგიები მართლაც რომ  კარგი საშუალებაა სწავლის ხელშესაწყობად. ხშირი რეფლექსიები და სასწავლო პროცესის ანალიზის განუწყვეტელი პროცესი, ხელს შეუწყობს მოსწავლეებში თვითშეფასებისა და თვითრეგულირების უნარის განვითარებას,ჩვენ კი დაგვეხმარება სწორი ორგანიზება გავუკეთოთ პროექტს.მე ვფიქრობ ამ უნარების და მასთან ერთად სხვა საციცოცხლო უნარების განვითარება ნამდვილად სჭირდება ჩვენს მოსწავლეებს.    შემდეგი ტრენინგისთვის დავალება გვაქვს მოსწავლეთა რამდენიმე ნამუშევარი შევქმნათ.   

რეფლექსიის მეხუთე დღე

 
დავიწყეთ შეფასების დროის ჩარჩო და შეფასების ინსტრუმენტები. ეხლა კი დროა ჩემი დაგეგმილი პროექტი მრავალფეროვანი და სწორი სეფასებებით განვავრცო.