დღეს გუგლის ფორმებს გავეცანით, ვისწავლეთ ტესტის სხვადასხვა სახეების ადეკვატურად შერჩევა და შედგენა, შემდეგ კი მათი გაზიარება.მაგალითისთვის რამდენიმე ტესტი შევადგინეთ იქვე და ერთმანეთს ელ–ფოსტებზე გავუგზავნეთ. ვფიქრობ კარგად შეიძლება ამ გამოცდილების გამოყენება მოსწავლეებთან.
ჩვენი შექმნილი პრეზენტაციები ავტვირთეთ ბლოგზე და გავაზიარეთ. კომენტარებს კი თანდათან გავაკეთებთ. კარგია რომ რეფლექსიის ბლოგი გვაქვს და უკუკავშირის შესაძლებლობები გვაქვს. გონივრულად გამოყენებული ტექნოლოგიები მართლაც რომ კარგი საშუალებაა სწავლის ხელშესაწყობად. ხშირი რეფლექსიები და სასწავლო პროცესის ანალიზის განუწყვეტელი პროცესი, ხელს შეუწყობს მოსწავლეებში თვითშეფასებისა და თვითრეგულირების უნარის განვითარებას,ჩვენ კი დაგვეხმარება სწორი ორგანიზება გავუკეთოთ პროექტს.მე ვფიქრობ ამ უნარების და მასთან ერთად სხვა საციცოცხლო უნარების განვითარება ნამდვილად სჭირდება ჩვენს მოსწავლეებს. შემდეგი ტრენინგისთვის დავალება გვაქვს მოსწავლეთა რამდენიმე ნამუშევარი შევქმნათ.
No comments:
Post a Comment